სპრინკლერული მორწყვა

უთხარი გვალვას არა!

რა სასიამოვნოა, ცხელ, დახუთულ დღეებში გრილი წყლის წვეთების შეგრძნება. მცენარეებმა ასევე უნდა დაისვენონ სიცხისა და მცხუნვარე მზისგან. ამაში ხელს უწყობენ  - სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც წყალს ასხურებენ და მცენარეებს ნაზ სიგრილეში ახვევენ.

 

სპრინკლერი (ინგლისურიდან sprinkler-გამფრქვევი) შემუშავებული იყო ხანძრებთან ბრძოლისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ მათ დააპატენტეს sprinkler სისტემა გაზონების მორწყვისთვის.

 

სპრინკლერული(გამფრქვევი) სარწყავი სისტემები ძალიან პოპულარული გახდა მათი ეფექტურობის გამო. მათ იყენებენ ბაღებში, ბოსტნეულის ბაღჩებში, სათბურებში, მინდვრებისა და გაზონების მოსარწყავად.

 

მორწყვის ეს მეთოდი ზრდის ჰაერის ტენიანობას პირდაპირ მცენარეებზე, ამცირებს ტემპერატურას და ატენიანებს ნიადაგს. მიწის ტემპერატურის დაწევა ხელს უშლის მცენარეების გადახურებას.

 

ამავე დროს, sprinkler-ი შეიძლება გამოყენებულ იქნას მცენარეთა დასაცავად ყინვის დროს. გამფრქვევები ქმნის წვიმის იმიტაციას და გაყინვადი წყალი, გადასცემს თავის სითბურ ენერგიას მცენარეს და უცვლელად ინარჩუნებს მას.

 

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მოსავლის მოცულობა, თქვენი ნარგავებისა და კულტურების ჯანმრთელობა, ნიადაგის მოსავლიანობა, მაშინ sprinkler– ის დაყენებას ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. არსებობს sprinkler-ის მრავალი სახეობა, უნდა შეირჩეს შესაფერისი არსებული პარამეტრებიდან გამომდინარე.

 

ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი სპრინკლერების შერჩევისას, მნიშვნელოვანია, რომ არ გადაამეტოთ თქვენს მოთხოვნას. თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ფინანსური ხარჯები და მცენარეებს - ჭარბი ტენიანობა.

 

სწორი დაგეგმარების პირობებში, კლიმატის თავისებურებების გათვალისწინებით, ნიადაგის შემადგენლობის, მოყვანილი კულტურების საჭიროებების, გამფრქვევი სარწყავი სისტემები მრავალი წლის განმავლობაში უნაკლოდ მოგემსახურებათ.

 

რას გთავაზობთ

SmartAgro გთავაზობთ sprinkler-ის ტიპის, სარწყავი სისტემების დაპროექტებას და მონტაჟს. ჩვენ შემოგთავაზებთ გადაწყვეტილებებს ბაღებისთვის, მინდვრებისთვის და სხვა სასოფლო სამეურნეო მიწებისთვის, ასევე პარკებისთვის, სტადიონებისთვის, გოლფის მოედნებისათვის და სხვა. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებთან, როგორიც არიან: AZUD (ესპანეთი) და Nelson (აშშ), რომელთა ხარისხიც გამოცდილია დროში.

 

საირიგაციო სისტემის შემუშავებისას ჩვენი სპეციალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ ხარჯების ოპტიმიზაციას. თუ გადაწყვეტილება ფინანსურად გამართლებულია, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სარწყავი სისტემის შერწყმის მეთოდის გამოყენებას. მაგალითად, რთული რელიეფის შემთხვევაში, ფართო მოჭიდების აპარატებს არ შეუძლიათ დაფარონ ნაკვეთის მთლიანი ტერიტორია. ასეთ შემთხვევებში პარალელურად გამოიყენება sprinkler-ული ან წვეთოვანი სისტემები.