სოფლის მეურნეობაში დამატებითი განათება დიდი ხანია გამოიყენება. დროთა განმავლობაში და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაჩენასთან ერთად, LED ტექნოლოგიები ფერმერებ დამხმარეა.

ფოტოსინთეზი ნებისმიერი მცენარის სიცოცხლის საფუძველია. ფოტოსინთეზის მთავარი "ძრავა" არის სინათლე. მაგრამ სინათლე განსხვავებულია და ყველა შუქს არ შეუძლია მცენარეებში ფოტოსინთეზის გამოწვევა. მცენარეები მილიონობით წლის განმავლობაში ეგუებოდნენ მზის სხივებს და ეს არის ფოტოსინთეზის საუკეთესო წყარო.

ფიტო-ნათურები არის სპეციალური სინათლის წყარო, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მცენარეებში ფოტოსინთეზის პროცესი. მას აქვს შუქის სპექტრის გამოსხივება, რომელსაც მცენარეები ეჩვევიან და მიიღებენ მას ბუნებრივ გარემოში.

ამჟამად, LED ფიტო-ნათურები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. მათი უპირატესობა სხვა ტიპის განათების მოწყობილობებზე ვლინდება შემდეგ ფაქტორებში:

- არ საჭიროებს სპეციალურ პირობებს მოვლისა და ექსპლუატაციაში;

- მუშაობის 10 წელზე მეტი;

- გამოყოფს ნაკლებ სითბოს;

- ნათების სპექტრი შეირჩევა მცენატის ტიპიდან გამომიდინარე;

- მოიხმრს 40% -ით ნაკლებ ელექტროენერგიას სასარგებლო გამოსხივების იმავე დონეზე.

ჩვენს რეგიონში ფიტო განათების გამოყენება იძლევა მოსავლიანობის გახრდის საშუალებას, მაგალითად, ბოსტნეულის კულტურებისთვის. საყვავილე მეურნეობაში ფიტო ნათურების გამოყენება ხელს უწყობს სასურველი შედეგ მიღებას. LED განათებას შეუძლია შეავსოს ან შეცვალოს ბუნებრივი სინათლე, უზრუნველყოფს სინათლეს ზუსტად იმ სპექტრით და ინტენსივობით, რაც მცენარეებს სჭირდებათ. ფიტო განათების დამონტაჟება შესაძლებელია არა მხოლოდ მცენარეების ზემოთ, არამედ მათ შორისაც.

მნიშვნელოვანია ფიტო განათების სისტემის სწორად გაანგარიშება და ამაში ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან. სწორი განათება აუმჯობესებს მცენარის ხარისხს, ზრდის მოსავლიანობას ზამთრის თვეებშიც კი. ენერგოეფექტური ნათურები მკვეთრად შეამცირებს ელექტროენერგიის სისტემის დატვირთულობას და საოპერაციო ხარჯებს.

Philips Signify პროდუქტები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, 75 წელზე მეტია გამოიყენება სოფლისმეურნეობის კულტურების განათების უზრუნველსაყოფად. ჩვენი უახლესი LED ინოვაციებით,  შეგვიძლია განვსაზღვროთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.