ენერგომომარაგების სისტემები

ელექტროენერგია ადამიანის სამსახურში

ელექტროენერგიის გამოყენება სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აგრობიზნესის განვითარებას საფუძვლად უდევს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ელექტრომომარაგების სისტემა აგრო-სამრეწველო კომპლექსების საინჟინრო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების წარმატებული ფუნქციონირები წინაპირობაა, ელექტროენერგიის სწორი მიწოდება, საგანგებო სიტუაციების სცენარების წინასწარი გათვლალისწინება.

ჩვენ ვაპროექტებთ, განვახორციელებთ და ვემსახურებით შემდეგ გადაწყვეტილებებს და სისტემებს:

სტუქტურირებული საკაბელო სისტემები;

ელექტრო და დაბალი დენის დაფები;

სარელეო დაცვისა და ავტომატიზაციის სისტემა;

ელექტრო-გენერატორული დანადგარები;

უწყვეტი დენის წყაროები;

ელექტროენერგიის განახლებადი წყაროები;

ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის დატენვის სადგურები.

ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საიმედოობის, ენერგოეფექტურობსა და ელექტრული უსაფრთხოების საკითხებს.

 

მზის ელექტროსადგურები

სოფლის მეურნეობაში მზის ენერგიის გამოყენების პრაქტიკა სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გონივრული ინვესტიციაა და გარემოზე ზრუნვაა. მზის ენერგია გამოდგება როგორც დამოუკიდებელი ასევე დამხმარე განახლებადი ენერგიის წყაროდ თქვენი სათბურებისა და ბაღებისთვის.

ჩვენ ვაპროექტებთ და ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის და სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებს

 

ელექტროგენერატორი

ელექტროგენერატორი არის სტაციონა ან მობილური დანადგარი, ძირითადად აგებულია დიზელის ძრავის და ელექტრო გენერატორის აგრეგატის ბაზაზე, რომელიც დამატებით მოიცავს ელექტროენერგიის განაწილების, ავტომატიზაციისა და კონტროლის მოწყობილობებს. ჩვენ გთავაზობთ გენერატორებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ტიპის საწვავზე და  2 – დან 2500 კვტსიმძლავრის დიაპაზონის.ჩვენი ექსპერტები აირჩევენ ელექტრო გენერატორს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

 

კომბინირებული გადაწყვეტილებები

ჩვენი გუნდი შეიმუშავებს და ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდების რთულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ენერგიის სხვადასხვა წყარო, როგორიცაა მაგისტრალური ენერგია, მზის ენერგია და დიზელის გენერატორი ენერგია ერთ კომბინირებულ სისტემაში.

 

ძირითადი ვარიანტებია:

ელექტროენერგიის მიწოდება (როგორც ძირითადი ელექტრომომარაგება) + დიზელის გენერატორი (ლოდინის რეჟიმში)

ელექტროენერგიის მიწოდება (როგორც ძირითადი ელექტრომომარაგება) + მზის ელექტროსადგური (დამხმარე) + დიზელის გენერატორი (ლოდინის რეჟიმში)

მზის ელექტროსადგური (როგორც ძირითადი ენერგიის წყარო) + ენერგიის შენახვის სისტემა (აკუმულატორები)

მზის ელექტროსადგური (როგორც ძირითადი ენერგიის წყარო) + ენერგიის შენახვის სისტემა (კუმულატორები) + დიზელის გენერატორი (სარეზერვო).

 

ასეთი გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ:

- არ გადაიხადოთ დიდი თანხა მთავარ ელექტროქსელთან შეერთებისათვის (როდესაც თქვენი მეურნეობა ან ბაღი წყაროდან შორს არის)

 

- დაიცვათ თქვენი ბიზნესი ძირითადი ელექტრო ქსელის ელექტროენერგიის გათიშვისგან

 

- დაზოგოთ - გამოიყენოთ სრულად ან ნაწილობრივ მზის ენერგია

 

- მიიღოთ სემოსავალი (მზისგან მიღებული ჭარბი ენერგიის მთავარ ქსელში გაცემის ხარჯზე)

 

- მიიღოთ და გამოიყენოთ სუფთა და განახლებადი ენერგია მზისგან და ამით იზრუნონ გარემოზე.