წვეთოვანი მორწყვა

როგორ მუშაობს?

წვეთოვანი მორწყვა იძლევა საშუალებას, მოამარაგოთ მცენარეთა ფესვის ზონა წყლის მცირე დოზებით. წყალი ავტომატურად მიეწოდება ზუსტად იმ რაოდენობით, რაც საჭიროა კონკრეტული ტიპის მოსავლიანობისთვის. წვეთ წვეთ.

ამავე დროს, წვეთოვანი მორწყვა არ არის დამოკიდებული თქვენი ველის ან ბაღის ტოპოგრაფიაზე. არ აქვს მნიშვნელობა ნაკვეთზე ბორცვებია თუ ჩაღრმავებები  - ყველა მცენარე წყალს თანაბარი რაოდენობით იღებს.

ასე წვეთ-წვეთ უდაბნო გადაიქცევა ოაზისად.

 

წვეთოვანი მორწყვის თავისებურებები

წვეთოვანი მორწყვა ინარჩუნებს საჭირო რაოდენობით ტენიანობას ფესვის ზონაში მთელი დღის განმავლობაში. წვეთოვანი სარწყავი სისტემის მნიშვნელოვანი თვისება დადებითად მოქმედებს ნიადაგის აერაციაზე. ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი სუნთქავს და გაჯერებულია ჟანგბადით. ჟანგბადი სასიკეთოდ მოქმედებს მცენარის ფესვთა სისტემაზე. ფესვები აქტიურად ვითარდება და იზრდება. ეს საშუალებას იძლევა ინტენსიურად შთანთქოს ტენიანობა და აითვისოს საკვები ნივთიერებები, რის შედეგადაც ხდება მცენარის ზრდა, რაც ასევე მოქმედებს მოსავლიანობაზე.

წვეთოვანი სარწყავი სისტემის კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ მცენარეები თითქმის არ ავადდებიან. მათი სამკურნალოდ გამოყენებული ქიმიკატები არ ირეცხება ფოთლების მორწყვისას. გარდა ამისა, ნიადაგის ეროზიის რისკი ძალიან დაბალია, ანუ მიწა არ განიცდის წყლისა და ქარის მიერ განადგურებას.

სისტემის მოქნილობა, საშუალებას იძლევა იმუშაოთ, ნებისმიერი რელიეფის მქონე ნაკვეთზე. რადგან, მორწყვა ხორციელდება ზუსტად ფესვის ზონაში და მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა მცენარისთვის. მნიშვნელოვანი დანაზოგია როგორც შრომითი ასევე წყლის რესურსის მხრივ. სისტემა ძალზე სტაბილური და უპრეტენზიოა ექსპლუატაციაში.

 

წვეთოვანი მორწყვა გამოიყენება ხეების, ბოსტნეულის, დეკორატიული ნარგავების მორწყვისთვის, როგორც ღია სივრცეებში, ასევე სათბურებში.

არსებობს წვეთოვანი მორწყვის ორი ტიპი: მიწისქვეშა და მიწისზედა. პირველ შემთხვევაში, საწვეთურებ იმარხება 10-დან 40 სმ-მდე სიღრმეზე, მეორე ტიპის მორწყვისას, ისინი იწყობა რიგების გასწვრივ ზედაპირზე. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ინტენსიურ ბაღებსა და ვენახებში, საწვეთურების დაყენება შესაძლებელია მიწიდან 30-40 სმ სიმაღლეზე.      

სისტემის დაყენების მხრივ ყველაზე მარტივი მეორე მეთოდია - მიწისზედა, მაგრამ მიწისქვეშა მორწყვას ბევრი დადებითი მხარე აქვს:

მინერალებისა და სასუქების პირდაპირი მიწოდება ფესვთა სისტემაში;

წყლის ნაკლები მოხმარება;

მორწყვის პარალელურად და დაუყონებლივ მის შემდეგ, შესაძლებელია ტექნიკური სამუშაოების განორციელება.

 

რას მოიცავს წვეთოვანი სარწყავი სისტემა:

- სატუმბ სადგურს

- ფილტრაციის სისტემას (გამორეცხვის მართვა კონტროლდება ავტომატურად ან ხელით)

- წყლის მრიცხველს

- სასუქის შემყვან კვანძს (ამ კვანძის მეშვეობით, შესაძლებელია მორწყვასთან ერთად მცენარის კვებაც)

- კონტროლერს (უზრუნველყოფს მორწყვის აბსოლუტურ კონტროლს - მორწყვის დროს, წყლის მოცულობას და მორწყვის ხანგრძლივობას)

- მილსადენ სისტემას

- გამანაწილებელ ონკანებს

- წვეთოვან ხაზებს, წვეთოვნებს:

წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაყენება, რთული პროცესია და დეტალურ ყურადღებას მოითხოვს. პროექტი მოიცავს ფილტრების დაყენებას, ფილტრაციის შესაბამისი ტიპის გათვალისწინებით, მაგისტრალური მილსადენის, დამხმარე გამანაწილებელი მილების ზუსტ შერჩევას, სწორი დიამეტრის წვეთოვანი და "წყლის გადინების" შერჩევის, ნარგავის სქემის, ნიადაგის შემადგენლობის, კონკრეტული მცენარის და ა.შ. შესაბამისი პარამეტრების გათვალისწინებით. 

 

ჩვენ დაგეხმარებით

წვეთოვანი მორწყვა არის ყველაზე დელიკატური ტიპის სარწყავი, რაც გულისხმობს შემსრულებლის გულმოდგინე შერჩევას.

 

რადგან შემდგომში, უხარისხო სამუშაოების გადაკეთება და შეცვლა, შეიძლება შეუძლებელი გახდეს და დაგჭირდეთ სისტემის დემონტაჟი და მონტაჟი ნულიდან.

 

სისტემის კომპონენტებზე ან პროფესიონალურ პროექტირებაზე და მონტაჟზე დაზოგვის შედეგად, თქვენ რისკავთ ბევრად მეტს, ვიდრე თავად წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულებაა.

 

SmartAgro თანამშრომლობს ექსკლუზიურად, დროში გამოცდილ და ცნობილ ევროპულ, ამერიკულ და ისრაელის მწარმოებლებთან. მათ შორის არის წვეთოვანი სარწყავი სისტემების მწარმოებელი, მსოფლიოში ცნობილი ესპანური კომპანია AZUD-ი

 

ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჟებული წვეთოვანი სარწყავი სისტემის ყველა კომპონენტი ექვემდებარება მწარმოებლის გარანტიას.

 

ჩვენ დაგეხმარებით უდაბნოს ბაღად გარდაქმნაში!